კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. შესავალი
შპს „არგოჰაუსი“ (შემდგომში - „კომპანია“ / „ჩვენ“ ) აფასებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.argohouse.ge) ყველადაინტერებული პირის ვიზიტსა და ინტერესს კომპანიის მიმართ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ვებგვერდით სარგებლობისას თავს გრძნობდეთ კომფორტულად. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენ მიერ მოწოდებულ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა შეგროვება, დამუშავება და გამოყენება ხდება ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის განმავლობაში.
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ მიერ მოწოდებულიპერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების წესები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც შემუშავებულია და შესაბამისობაშია კომპანიაში დანერგილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს განახლებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - „პოლიტიკა“). თუ თქვენ არ ეთანხმებით პოლიტიკის შინაარსს და არ გსურთ ვებგვერდით სარგებლობისას ჩვენ მიერ განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება, გთხოვთ, არ განაგრძოთ ვებგვერდით სარგებლობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოლიტიკა შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად. პოლიტიკის განახლებული ვერსია განთავსდება ვებგვერდზე, ხოლო განახლების თარიღი განსაზღვრული იქნება მის ბოლო აბზაცში.
2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ
პერსონალურ მონაცემს განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.
ჩვენ, შესაძებელია, შევაგროვოთ, დავამუშავოთ და პოლიტიკის მიზნების შესაბამისად გადავცეთ მესამე პირებს თქვენ მიერ მოწოდებული შემდეგი პერსონალური მონაცემი:
- თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- სახელი / გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ნებისმიერი სხვა, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
- IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ვებბრაუზერი, საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე თქვენი შემოსვლა;
- ვებგვერდზე ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ვიზიტის ადგილის, ხანგრძლივობის და ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
3. „მზა-ჩანაწერების“ (Cookies)გამოყენება
„მზა-ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც სარგებლობთ ჰოლდინგის ვებგვერდით. „მზა - ჩანაწერების“ გამოყენება უზრუნველყოფს თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობის შესაძლებლობას და ამარტივებს ვებგვერდზე მუშაობას. „მზა - ჩანაწერის“ საშუალებით თქვენივებბრაუზერი იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს. შესაბამისად, ვებგვერდით ყოველი სარგებლობისას აღარ გჭირდებათ მისიხელახლა მითითება. ასევე, მათი საშუალებით ინახება ინფორმაცია ვებგვერდზე ვიზიტორის მიერ არჩეული ენის, შრიფტის ზომის / ფერისშესახებ, რაც ამარტივებს ვებგვერდით სარგებლობას და მეტად კომფორტულს ხდის აღნიშნულ პროცესს.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytic-ს, რომელიც გვეხმარება მივიღოთ ვებგვერდის ვიზიტორებთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები. ამასთან, მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ ელექტორნულ მოწყობილობაში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან - „მზა-ჩანაწერების“ წაშლის მეთოდით.
4. პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გზები
ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება ხდება ვებგვერდზე უშუალოდ თქვენ მიერ განხორციელებული ინტერაქციიდან გამომდინარე. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებისას შესაძლებელია მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერის ან სატელეფონო გზით კომუნიკაციისას და სხვ.
5. რა მიზანს ემსახურება პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო
კომპანია იცავს იმ პირების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ რა სახის ინფორმაცია როგორ შეგროვდება ვებგვერდის ვიზიტორებისაგან და ასევე, იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. ამასთან, ჩვენ განვსაზღვრავთყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც საჭიროა თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვისათვის.
კომპანია გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
➢ ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირებისა და განვითარების მიზნებისათვის;
➢ მარკეტინგული მიზნებისათვის;
➢ კომპანიის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მიზნებისთვის;
➢ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისთვის.
6. პერსონალური ინფორმაციის მესამე პირთათვის გადაცემა
კომპანიამ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან დაკავშირებულ პირებს ან მისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთანდაკავშირებულ პირებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, გააჩნიათ მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
ამასთან, თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო განჩინების საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
7. უსაფრთხოების ზომები ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად
კომპანიამ მიიღო შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ვებგვერდის ვიზიტორების პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი და უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. ამასთან, კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება იმ ვადით, რაც საჭიროა იმ მიზნიდან გამომდინარე, რომლისთვისაც ისინი შეგროვდა/დამუშავდა.
8. ვებგვერდის ვიზიტორთა უფლებები
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
➢ გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
➢ გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
➢ მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.
ვებგვერდზე ვიზიტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რის თაობაზეც მან წერილობით უნდა აცნობოს კომპანიას ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით. აღნიშნულის შემდგომ კომპანია შეწყვეტს თქვენი შესაბამისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თუ კანონმდებლობის მოთხოვნები სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ვებგვერდზე ვიზიტორის მიერ გაცხადებულ უარს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე არ აქვს უკუქცევითი ძალა.
თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულირაიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
argohouse4@gmail,com
პოლიტიკის დამტკიცების თარიღია: 10 ივნისი, 2025 წელი.